ვოლოდიმირ ზელენსკი - ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად, ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს

ბოროტებას თავისი საათი აქვს და ღმერთს თავისი დღე. ერთ-ერთი აზრი, რაც ქრისტეს ისტორიაშია ჩადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო მილოცვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებს მშვიდობა რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან სურთ.

„ჩვენ ეს გვსურს სრულმასშტაბიანი ომის მთელი 1152 დღის განმავლობაში. ჩვენ ამაში ერთიანი ვართ. ყოველდღე და განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველა ქრისტიანული კონფესიის უკრაინელები აღდგომას ერთსა და იმავე თარიღში აღნიშნავენ. ჩვენ ერთად ვიბრძვით უკრაინისთვის და ერთად ვლოცულობთ უკრაინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ომის დასრულება და უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ისურვა.

„დაე, ბოროტების საათი დასრულდეს. სიცოცხლის დღე დადგეს. მშვიდობის დღე. უკრაინის დღე. საუკუნეზე გრძელი დღე და ჩვენ შევძლებთ ისევ ერთად შევიკრიბოთ. იმავე მაგიდასთან. მშვიდობიან აღდგომას. დაე, ეს ყველაფერი ახდეს. დაე, ღმერთი დაგვეხმაროს ამაში. მშვიდობა იყოს. დაე, უკრაინა იყოს. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში