უკრაინის საგარეო უწყება კიევის რუსეთის ქალაქად მოხსენიების გამო, Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ფაქტის გამო, რომ გამოცემამ სააღგომო წირვის ტრანსლაციის დროს კიევი რუსულ ქალაქად მოიხსენია.

„თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, საჭიროა ბოდიში და გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ დაუშვა შეცდომა“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელში.

Fox News-ზე, კიევში მიმდინარე სააღდგომო წირვის ტრანსლირებისას, გამოჩნდა წარწერა „კიევი, რუსეთი“, რომელიც ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში დარჩა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს