ლევან მგალობლიშვილი - ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკას ახორციელებს - დღეს უკვე ჩანს დადებითი იმპულსები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან – საზოგადოებრივი განწყობები იცვლება

ლევან მგალობლიშვილის „ქართული ოცნების“ 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მგალობლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკას ახორციელებს და დღეს უკვე ჩანს დადებითი იმპულსები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან – საზოგადოებრივი განწყობები იცვლება.

„13 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, საქართველოს უკეთესი მომავლის რწმენით და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებულმა ადამიანებმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დააფუძნეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ეს იყო დასაწყისი ისტორიული ცვლილებების, რომელმაც ქვეყანას მისცა შანსი – მშვიდობიანი გზით დაეტოვებინა ავტორიტარული რეჟიმი და დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ, სამართლიანობისკენ გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი.

დღეს, 13 წლის შემდეგაც, ჩვენი მიზნები უცვლელია – სახელმწიფო ინტერესების დაცვა, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ისტორიული არჩევანის – ევროპული ინტეგრაციისკენ ურყევი სვლა.

"ქართული ოცნება" არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.

მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა და უზარმაზარი ზეწოლისა, ხელისუფლებამ ღირსეულად შეინარჩუნა მშვიდობა და არ დაუშვა საქართველოს ომში ჩაბმა.

გამოწვევები, შიდა თუ გარე საფრთხეები კვლავ რეალურია, მაგრამ ჩვენი ძალა ხალხის ნდობაშია, სწორედ ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა – უკეთესი საქართველოს შენება!

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკას ახორციელებს. დღეს უკვე ჩანს დადებითი იმპულსები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან – საზოგადოებრივი განწყობები იცვლება.

ეს ყველაფერი პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგია. ეს არის გზა, რომელიც ქართველსაც და აფხაზსაც საბოლოოდ მშვიდობიან თანაცხოვრებამდე მიგვიყვანს!“ - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა

გილოცავთ 13 წლის იუბილეს! ეს არის გამარჯვების გზა, რომელსაც ერთად გავდივართ ღირსებით – მშვიდობიანი და გაერთიანებული საქართველოსკენ!“, - წერია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება