ვლადიმერ პუტინი - ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით - კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ყოველთვის პოზიტიურად უდგება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„სააღდგომო ზავის ინიციატივით ამიტომაც გამოვედით. საუბარია აღდგომის წმინდა დღეებზე, ეს ყველა ქრისტიანისთვის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამის შესახებ ვსაუბრობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით. ვიმედოვნებთ, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებიც ასე მოიქცევიან. ახლა ვხედავთ, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს და ჩარჩოს გაფართოებაზე საუბრობს, როგორც დროის, ისე სამიზნე ობიექტების თვალსაზრისით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი 13 აპრილს რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშსაც გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც სუმში 35 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.

„კიევის რეჟიმი სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს“, - აღნიშნა პუტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!