Reuters - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე, გუი ძიაკუნზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გუო ძიაკუნის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჩინეთს ოთხშაბათს, 23 აპრილს ეწვევა.

„მხარეები საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გასული ორი კვირის განმავლობაში ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი შაბათს, 26 აპრილს ომანში შედგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!