მარკო რუბიო - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის მადლობა გადავუხადე აშშ-ის დელეგაციის მასპინძლობისთვის, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი ხელმძღვანელობს. ჩვენი გუნდი უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებთან მნიშვნელოვან და კარგ ტექნიკურ შეხვედრებს ელის”, - წერს მარკო რუბიო.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში ვიზიტს უახლოეს თვეებში ხელახლა დაგეგმავს.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ. ისინი უკრაინაში ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო არ მიიღებს.

ასევე, Sky News-ის ინფორმაციით, ხუთი ქვეყნის ოფიციალური პირების მოლაპარაკებებში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც არ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი პირადად შეხვდება.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება