გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, ბაჩიაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, მის კლიენტს მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რიჩარდ ამსტერდამი ავრცელებს.

ამსტერდამის განცხადებით, ორი უცხოური სადაზვერვო სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მის კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს, მოკვლით ემუქრებოდნენ. “სახიფათო ვითარების” ფონზე, რომელშიც მისი კლიენტი იმყოფება, ადვოკატი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ ბაჩიაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ და სავარაუდო შეთქმულების უკან მყოფი პირები გამოიძიონ.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად ძალადობის ნებისმიერ დონეზე წავა, რომელიც საჭირო იქნება რეჟიმის ყველა რეალური პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის მოსასპობად”,-განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ მოკვლის შეთქმულება შესაძლოა იყოს “უცხოური ძალების სამუშაო, რომლებიც საქართველოში ვითარების კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას ცდილობენ”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ