ნუგზარ წიკლაური - თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი განცხადება შეუძლებელი გახდა - თუ საერთო განაცხადის ჩამოყალიბება ვერ მოხდება, „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ მონაწილეების რესურსი მცირე იქნება

იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება საერთო განაცხადის ჩამოყალიბება, მაშინ, მე ვფიქრობ, რომ რესურსი ამ პლატფორმაზე მონაწილეების იქნება ძალიან მცირე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საკითხებში პარტიებს შორის თანხმობა არსებობს, თუმცა, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განაცხადი ჩამოყალიბებული არ არის.

„პლატფორმასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება იქნება. თუმცა, ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ საერთაშორისო საკითხებში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა. იქ, იმ საერთაშორისო მოედნებზე, სადაც დადიან ამ პლატფორმის წარმომადგენლები და საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნები იქნა გაყალბებული, რომ საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა და სხვადასხვა საკითხი, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაციების სასაუბრო, აქ ჩვენ იდენტური პოზიციები გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება საერთო განაცხადის ჩამოყალიბება, მაშინ, მე ვფიქრობ, რომ რესურსი ამ პლატფორმაზე მონაწილეების იქნება ძალიან მცირე.

საერთოდ, ყოველთვის, როდესაც არის ერთიანობის იდეა, ჩვენი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ამ ერთიანობაში შეიტანოს თავისი წვლილი. როდესაც ამ ერთიანობას უჩნდება ბზარები, ჩვენ არ ვართ ის პარტია, რომელიც ამ ბზარებს აღრმავებს, თუმცა, თუ ისე გაგრძელდა, რომ ეს პოზიციები სულ უფრო და უფრო დაშორდა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში, ტყუილად ადამიანებისა და საკუთარი თავის მოტყუება, მე ვფიქრობ, რომ არავისთვის არ არის სასარგებლო”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, 31 მარტის აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად პარტიებიც უნდა მდგარიყვნენ და ერთიანი პოზიცია გამოეხატათ, თუმცა მათი ერთობა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით შეუძლებელი გახდა.

„31 მარტამდე იყო საუბარი იმაზე, რომ ამ პოლიტიკური პარტიების ერთიანი პოზიცია ყოფილიყო გამოქვეყნებული. სწორედ იმ 31 მარტის აქციაზე ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად ვმდგარიყავით და ასე გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი პოზიცია. მაშინ გახსოვთ, რომ ეს ერთიანი ფორმატი შეუძლებელი გახდა სწორედ იმის გამო, რომ არ გვქონდა ერთიანი პოზიცია.

პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ თავიანთ აზრს, მაგალითად, „ლელო” ამბობს, რომ ახლა ჯერ ადრე არის საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და იმაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას; გახარიას პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ განიხილავენ და, ალბათ, მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ, ერთიანი განცხადება შეუძლებელი გახდა.

ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ნებისმიერი მონაწილეობა “ქართული ოცნების” მიერ დანიშნულ არჩევნებში მიუღებელია”, - განაცხადა წიკლაურმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია