ანდრეი სიბიგა - პუტინი, თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით, აჩვენებს, რომ მხოლოდ ომის გაგრძელება სურს - მის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს

რუსეთის გუშინდელი მაქსიმალისტური მოთხოვნები უკრაინის მიმართ - გაიყვანოს ჯარები თავისი რეგიონებიდან, ამ სასტიკ დარტყმებთან ერთად, აჩვენებს, რომ მშვიდობის დაბრკოლებას რუსეთი და არა უკრაინა წარმოადგენს, ზეწოლა უნდა განხორციელდეს მოსკოვზე და არა კიევზე, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნეც კიევსა და სხვა რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. უკრაინის დედაქალაქმა განსაკუთრებით საშინელი და ხმაურიანი ღამე გადაიტანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი. რუსეთის რაკეტებითა და დრონებით უკრაინის სხვა ქალაქები და თემები შუაღამისას დაიბომბა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, პუტინის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს.

„პუტინი თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით აჩვენებს, რომ ის არ სცემს პატივს სამშვიდობო ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს. მის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ძალა და ზეწოლა შეაჩერებს“, - აცხადებს სიბიგა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა