ევროკომისია რუსული ენერგორესურსების იმპორტის ნულამდე დაყვანის გეგმას წარადგენს

ევროკომისია რუსული ენერგორესურსების სრულიად მიტოვების გეგმას წარმოადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ “ენერგოუსაფრთხოების მომავლის შესახებ” სამიტზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უარს იტყოდა რუსულ ნავთობსა და გაზზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა რუსული გაზი ევროკავშირის იმპორტის 18%-ს იკავებს. ნავთობის მხრივ, ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი ათჯერ შეამცირა, 20%-დან 2%-მდე, ხოლო რუსული ნახშირის იმპორტი ნულამდე იქნა დაყვანილი.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული გაზის იმპორტის შემცირება შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატებიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდისა და ნორვეგიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის წყალობით.

“ეს ენერგეტიკული პარტნიორობები, მათ შორის შეერთებული შტატებიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვნად რჩება ევროკავშირისთვის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად ნულამდე დაყვანის გეგმა ორ კვირაში ენერგეტიკის ევროკომისრის, დენ იორგენსენის მიერ იქნება წარდგენილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა