მარკ რუტე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ნატო რუსეთს გრძელვადიან საფრთხედ მიიჩნევს.

„ნატო-ში ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიისა და მთელი ევროატლანტიკური ტერიტორიისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს“, - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე რუსეთისთვის რაღაც დევს, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების თვალსაზრისით.

„უკრაინელები ნამდვილად თამაშობენ და ვფიქრობ, რომ ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა“, - თქვა მან.

მარკ რუტემ უარი თქვა ესაუბრა დეტალებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა დათმობების შეთავაზება შეიძლება სურდეთ რუსეთს ან უკრაინას. მისი თქმით, ამაზე საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წაადგება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა