გურამ მაჭარაშვილი - შეიძლება ტერიტორიაც გამოვუყოთ ამ ხალხს: იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე ბურჭულაძე, პრეზიდენტად ჰყავთ ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებს დანიშნავს, ვაშაძე გამზადებულია პრემიერობისთვის - ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ვუყურებთ ამ სერიას

„ნაცმოძრაობა” თავისი განშტოებებით იმაზე ვერ ჩამოყალიბებულა ეუთო-ს გენმდივანს უნდა შეხვდნენ თუ არა, ვინც შეხვდა - უნდა იყოს თუ არა კმაყოფილი. შეხვედრაზე ვერ შეთანხმებულან და რომელ ახალ არჩევნებზე და კოალიციაზე საუბრობენ? - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ერთ ისეთ განცხადებასაც ვერ აკეთებს, სადაც ყველა ერთი შინაარსზე იქნება შეთანხმებული.

„ნაცმოძრაობა” თავისი განშტოებებით იმაზე ვერ ჩამოყალიბებულა, ეუთო-ს გენმდივანს უნდა შეხვდნენ თუ არა, ვინც შეხვდა - უნდა იყოს თუ არა კმაყოფილი. შეხვედრაზე ვერ შეთანხმებულან და რომელ ახალ არჩევნებზე და კოალიციაზე საუბრობენ? ერთი განცხადება ვერ გაუკეთებიათ, სადაც ყველა ერთი შინაარსის განცხადებაზე ხელმომწერი იქნება. წარმოიდგინეთ, ზოგი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ზოგი ამბობს, რომ არ მიიღებს. ასევე, ზოგიერთი ამბობს, რომ ეუთო-ს გენმდივნის ჩამოსვლა კარგია, ზოგი ამბობს რომ არ არის კარგი და ზოგიც იმას ამბობს, რომ კარგიც არის და ცუდიც. როგორ შეიძლება ეს ხალხი პოლიტიკაში არსებობდეს, არამედ საერთოდ კოალიციაზე იყოს საუბარი. რაც შეეხება არჩევნებს, მე მგონი პაატა ბურჭულაძემ ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა და დავისვენებთ ყველა. ის ამბობს, რომ მე ვიქნები ცესკო-ს თავმჯდომარე და ჩვენ ჩავატაროთ არჩევნები და ზურაბიშვილი ხელს მოაწერს არჩევნების დანიშვნასო. მე ვეთანხმები, შეიძლება ტერიტორიაც კი გამოვუყოთ ამ ხალხს, იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე ბურჭულაძე, პრეზიდენტად ჰყავთ ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებს დანიშნავს. ვაშაძე გამზადებულია პრემიერობისთვის… დანარჩენი რაც სანახავი იქნება, ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ვუყურებთ ამ სერიას”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი