ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. დისკუსია მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს, მონეტარული პოლიტიკის განვითარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხაზარაძე.

მხარეებმა განიხილეს გლობალური და რეგიონული გამოწვევები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის უწყვეტ ძალისხმევას. ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დაბალინფლაციური გარემო ცენტრალური ბანკის თანმიმდევრული და სანდო მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ფინანსური სექტორის ბოლოდროინდელი მიღწევების, მათ შორის საბანკო სისტემის მდგრადობისა და სიჯანსაღის, ინოვაციური ფინანსური მომსახურების გაფართოებისა და საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ინტერესის შესახებ.

ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკს შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთობის მნიშვნელობა. ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკს მადლობა გადაუხადა მუდმივი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში.

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი ინტერესი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენისადმი მზადყოფნა გამოთქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ