ზურაბ ცეცხლაძე - უახლოეს დღეებში, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ორგანიზებით მნიშვნელოვანი აქცია იქნება - ერთადერთი სწორი გამოსავალია, გადადგეს „ქართული ოცნება“

უახლოეს დღეებში, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ორგანიზებით ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იქნება , - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის პროკურატურასთან განაცხადა, სადაც აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

როგორც ზურაბ ცეცხლაძემ აღნიშნა, დაკავებულთა ოჯახის წევრების ბრძოლის შემდგომი ეტაპები მომდევნო დღეებში იქნება განსაზღვრული.

„უახლოეს დღეებში, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ორგანიზებით ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იქნება, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებთ და ამის შესახებ პროკურატურის ეზოში დღეს არ ვიტყვი, მაგრამ ამ დღეებში, ძალიან სერიოზულ აქციას დავაანონსებთ. ჩვენ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაერთიანებულ, უმნიშვნელოვანეს მიზანს კიდევ ერთხელ მივაღწევთ, ბრძოლის შემდგომი ეტაპები კი, უკვე იმ დღიდან იქნება განსაზღვრული. კიდევ ერთხელ მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას მოგიწოდებთ, დადექით აქ, იბრძოლეთ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ დამპალ რუსულ იმპერიაში.

ერთადერთი სწორი გამოსავალია გადადგეს დამპალი „ქართული ოცნება“, ეს არის მოღალატეებით გატენილი კრიმინალების ბანდა“ , - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ

გარდა ამისა, პატიმრების მშობლებმა პროკურატურასთან გამართულ აქციაზე წარმოადგინეს მათი შვილების საქმის პროკურორების ფოტოები.

„ ესენი არიან პროკურორები, რომლებიც ტყუილების საუბრით ერთმანეთში იხლართებიან“- აქციაზე განაცხადა პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ