„ფრანს-პრესი“ - პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა

პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ეროვნული გადამცემი ქსელის ყველა ქვესადგური აღდგენილია და ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქსელი სრულად სტაბილიზებულია“, - განაცხადა პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა.

ასევე, „ფრანს-პრესის“ ცნობით, ელექტროენერგია ესპანეთის 99%-საც ნორმალურ რეჟიმში მიეწოდება.

შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში გუშინ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორის REN-ის ცნობით, ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს, თუმცა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ