არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა

26 აპრილს, არქი რუსთავის საცხოვრებელი კომპლექსის დიდი ფასდაკლების დღეზე, ერთ დღეში ყველა დროის რეკორდული რაოდენობის 201 ბინა გაიყიდა. არქის ფილარმონიის ოფისს დილიდანვე უამრავი დაინტერესებული ადამიანი ესტუმრა, რათა საოცნებო სახლი წარმოუდგენელ ფასად შეეძინათ, დღის ბოლოს კი არქის დიდ ოჯახს 750-მდე ახალი არქელი შეუერთდა.

დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა, რომელსაც კომპანია კონკრეტული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას მართავს. ამ დღეს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა არქის ახალ პროექტში ბინა ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება.

“26 აპრილი არქისთვის მნიშვნელოვანი თარიღი იყო, რადგან გვესტუმრა უამრავი ადამიანი და ერთ დღეში 201 ბინა გაიყიდა, რაც კომპანიისთვის ახალი რეკორდია. არქი რუსთავი კომპანიის პირველი პროექტია რუსთავში, რომელიც არა მხოლოდ შექმნის თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ქალაქში ცხოვრების სტილს. ვულოცავ არქი რუსთავის ახალ მაცხოვრებლებს გონივრულ ინვესტიციას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, იმისთვის რომ თითოეულმა არქელმა თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნოს“ — არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი რუსთავი მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილას ქალაქში - გ. ლეონიძის #38-ში, საიდანაც ახლოს არის ყველა საჭირო ობიექტი. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 8 საცხოვრებელ სახლს, 10 000 კვ.მ გამწვანებულ ეზოს, ფიტნეს დარბაზს, საბავშვო და სპორტულ ზონას, კომერციულ სივრცეს, ღია და დახურულ ავტოსადგომს.

26 აპრილი, არქის ფილარმონიის ოფისში ნამდვილი დღესასწაული იყო. ღონისძიების წამყვანი არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე იყო, ვინც თითოეულ ახალ არქელს შენაძენი საზეიმო ვითარებაში მიულოცა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. არქი თავის მაცხოვრებლებს წინ კიდევ უამრავ ახალ გამორჩეულ პროექტს, შეთავაზებას და ღონისძიება უმზადებს.

არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 19 წელია ისტორიას წერს და 44 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. არქის 51 დასრულებული და 27 მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ყველა უბანში, რუსთავში, ბათუმში, სიონში, ბაკურიანსა და მაიამიში, ამერიკაში.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე