გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში სოფელ დიღომში პაატა ჯანიაშვილის, ხატაეთის, ავთანდილის, ტარიელის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებშ ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, არღუნი, ჩანადირთკარი, პირმისაანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში არმაზი, ნიჩბისი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და წიწამურში.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს