მარკო რუბიო - თუ კიევი და მოსკოვი პროგრესს ვერ მიაღწევენ, აშშ მოლაპარაკებებს დატოვებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ რუსეთის ფედერაცია და უკრაინა პროგრესს არ აჩვენებენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სიტყვების ციტირებისას განაცხადა.

„შემიძლია გითხრათ რაღაც, რაც სახელმწიფო მდივანმა ცოტა ხნის წინ მითხრა სიტუაციის შესახებ. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი. ჩვენი შემდგომი ქმედებები ახლა პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუ პროგრესი არ იქნება, ჩვენ, როგორც მედიატორები, ამ პროცესში უკან დავიხევთ“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა.

მისი თქმით, თეთრი სახლი სრული და არა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს