რუსული მხარის ინფორმაციით, 34 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - სამ აეროპორტში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის ივანოვოს, ნიჟნი ნოვგოროდისა და იაროსლავის აეროპორტებში, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებითი შეზღუდვები დაწესდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „როსავიაციის“ წარმომადგენელმა, არტემ კორენიაკომ განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ხუთი რეგიონის თავზე 34 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

უწყების ცნობით, 15 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 8 - ბრიანსკის ოლქში, 7 - ორიოლის ოლქში, 3 - ვლადიმირის ოლქის თავზე, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს