მარია ზახაროვა - კიევის რეჟიმი ტერორისტულ თავდასხმებს პირდაპირ ეთერში გეგმავს - სამშვიდობო ძალისხმევას ძირს სწორედ ზელენსკი და მისი ექსტრემისტული ბანდა უთხრის, სწორედ ამას აკეთებენ კლასიკური ტერორისტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და „მისი ექსტრემისტული ბანდა“ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს უთხრიან.

„რა „ზავზე“ შეიძლება ვისაუბროთ კიევის რეჟიმის მხრიდან, როცა ბანკოვა [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] პირდაპირ ეთერში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს! ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს სწორედ ზელენსკი და მისი ექსტრემისტული ბანდა უთხრიან. ყოყოჩობენ კიდეც ამით. სწორედ ამას აკეთებენ კლასიკური ტერორისტები,“ - აღნიშნა ზახაროვამ.

ამ კომენტარით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას, რომლის თქმითაც, რუსები შეშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორ ჩაივლის გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი აღლუმი.

„ახლა ისინი ღელავენ, რომ მათი აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ. მაგრამ უნდა იდარდონ იმაზე, რომ ეს ომი კვლავ გრძელდება. მათ ომი უნდა დაასრულონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო