GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე რუმინეთში კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე კონკურენციის კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან კალანდაძემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, 2024 წელს მიღებულ შედეგებზე, მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე.

„საერთაშორისო ღონისძიება ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ: კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სფეროს ექსპერტები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. კონფერენციაზე მონაწილეები მიმოიხილავენ: კონკურენციის თანამედროვე ტენდენციებს, საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკას, მიდგომებს და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.

კონფერენციაში მონაწილეობენ: ბოგდან ჩირიტოუ, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტ; ალექსეი გერთეშუ, მოლდავეთის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს პრეზიდენტი და სხვები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს