ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-სთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი რომში გაიმართება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, ომანის შუამავლობით, შაბათს გაიმართება.

„მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი რომში გაიმართება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არაღჩის თქმით, ერთი დღით ადრე, პარასკევს ირანელი ოფიციალური პირები ასევე შეხვდებიან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ყველა მხარეს - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს