Bloomberg - უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს

შესაძლოა, უკრაინამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოაწეროს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მხარეები იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტზე, რომელიც უკრაინაში საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, უკვე შეთანხმდნენ და მზად არიან, რომ შეთანხმებას ხელი დღესვე, 30 აპრილს მოაწერონ.

მისი თქმით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ვაშინგტონში გაემგზავრა.

Bloomberg-ი დოკუმენტის პროექტის გაცნობის შედეგად წერს, რომ „მხარეები უკრაინის სამთო მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ პროექტებში ინვესტიციების გასაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნას შეეცდებიან“.

„შეთანხმება აძლიერებს მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად გამოწვეული მასიური ნგრევის საპასუხოდ“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

შეგახსენებთ, 17 აპრილს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა