ისრაელში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ისრაელში ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძლიერი ხანძარი იერუსალიმთან ახლოს, ეშტაოლის ტყეში გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, იერუსალიმის მახლობლად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ხანძრის, სულ მცირე, ხუთი კერა მძვინვარებს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 63 სახანძრო ჯგუფი და 11 თვითმფრინავია ჩართული.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა სამხედროებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების მიზნით ჩართვა უბრძანა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა დახმარებისთვის კვიპროსს, ხორვატიას, იტალიასა და საბერძნეთს მიმართა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა