აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. ინფორმაცია უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა.

„აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან ერთად ხელი მოვაწერე აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

იულია სვირიდენკოს თქმით, კიევი და ვაშინგტონი შექმნიან უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც ქვეყანაში გლობალურ ინვესტიციებს მოიზიდავს. სვირიდენკოს ინფორმაციით, შეთანხმების ძირითადი დებულებების თანახმად:

წიაღისეული უკრაინის საკუთრებაში რჩება და სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა მოიპოვოს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-სა და უკრაინას შორის თანაბარ პარტნიორობას - ფონდი 50/50 პროპორციით იქმნება და არცერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. ეროვნული ქონება დაცული იქნება.

დოკუმენტი ითვალისწინებს არანაირ ვალს - ხელმოწერილ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიმართ უკრაინის ვალზე, შეთანხმების განხორციელება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს, თანაბარი თანამშრომლობისა და ინვესტიციების გზით გაზარდონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი. შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროპული ინტეგრაციის კურსს. ეს ასევე იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა.

ფონდი შეივსება ექსკლუზიურად ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლით. საკანონმდებლო ცვლილებები - მხოლოდ წერტილოვანი იქნება. ფონდის ფუნქციონირებისთვის მხოლოდ ბიუჯეტის კოდექსში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ამ შემთხვევაში, შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს უმაღლესმა რადამ.

შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვას. შეთანხმება საგადასახადო გარანტიებს იძლევა. ფონდის შემოსავალი და შენატანები არ იბეგრება არც აშშ-ში და არც უკრაინაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე