რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - ოდესაში სახლები დაზიანდა და ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, სუპერმარკეტი, სკოლა და ავტომობილები. ზოგიერთ ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ჩვენი მაშველები აქრობენ“, - დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს