ტაბახმელას ფერდი - ახალი მიზიდულობის ცენტრი

თბილისის შემოგარენის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, ჩნდება ახალი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებები და მიზიდულობის ადგილები. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ტერიტორიაა ტაბახმელას ფერდი, რომელიც თანამედროვე სუბურბანული განვითარების მთავარ ცენტრად ყალიბდება.

ტაბახმელას ფერდის ტერიტორია დაახლოებით 500 ჰექტარს მოიცავს, რაც მასშტაბით ლისის ტბის მიმდებარე განვითარებად ზონას უტოლდება. ადგილი გამორჩეულია მისი სტრატეგიული მდებარეობით. ლოკაცია თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 15-20 წუთის სავალი მანძილითაა დაშორებული. არეალს დამატებითად მიმზიდველს ხდის გამორჩეული ხედები და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ამ ფაქტორების კომბინაციით კი ტაბახმელას მიმართ დაინტერესება სულ უფრო იმატებს. მზარდ მოთხოვნას ადასტურებს დიდგორის რაიონში სამშენებლო აქტივობების მნიშვნელოვანი ზრდა. ამ ეტაპზე არეალში 4-5 მსხვილი სადეველოპერო პროექტის დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური პროექტია მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ჰილსი", რომელიც 331 ჰექტარ ტერიტორიაზე ვითარდება. აქტიურ ფაზაშია მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმების შეთანხმება. არსებული და სამომავლო განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტაბახმელას ფერდი აქტიური სამშენებლო ზონა იქნება.

ტერიტორიის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა, ინტეგრირებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტების და საზოგადოებრივი ფუნქციების შექმნა. რაც ტაბახმელას სრულფასოვან საცხოვრებელ უბნად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ტაბახმელას ფერდი, თავისი უნიკალური მდებარეობით, ჯანსაღი გარემოთი და განვითარების მზარდი დინამიკით, სუბურბანული ცხოვრების ახალ მიზიდულობის ცენტრად იქცევა, თბილისის შემოგარენს კი ახალი თვითკმარი დასახლებები შეემატება.

colliers.ge | +995 32 222 4477| Georgia@colliers.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე