უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას ხუთი რაკეტითა და 170 დრონით შეუტიეს

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას ხუთი რაკეტითა და 170 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას ხუთი რაკეტითა და 170 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 5 ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 170 დრონი გაუშვეს, მათგან 142-მა მიზანს ვერ მიაღწია.

„თავდაცვის ძალებმა Shahed-ის ტიპის 74 დრონი ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში ჩამოაგდეს. მტრის 68 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესის, ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და კიევის ოლქები დაზარალდა.