ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერი - ენით აღუწერელი ზარალი გვაქვს - ყველას: იქნება ეს თბილისის მერია, ბიზნესმენი თუ სხვა, მივმართავ თხოვნით, დამეხმარონ, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან ტერიტორია მოგვცენ, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ

ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, - ამის შესახებ ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერმა, მზია ბუჩუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულების ზარალი მასშტაბურად დიდია.

„ჩვენ ვართ ძალიან გაოგნებულები, ეს არის აღუწერელი ზარალი. ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი, იმხელა ზარალთან გვაქვს საქმე. თითოეული მათგანის ცოდვით გული მიწუხს. ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, რათა გააგრძელონ შრომა... ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ტერიტორია გამოგვიყონ და ერთჯერადად რაიმე დახმარება [გაგვიწიონ]. მეც მქონდა მაღაზია და ძალიან დიდი ზარალი მაქვს. ყველაფერი ჩაიწვა”, - განაცხადა მზია ბუჩუაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს