ჯეი დი ვენსი - უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. „ეს არსად არ მიდის, ეს მალე არ დასრულდება“, - ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული.

„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის, რა პირობები აქვს მეორე მხარეს მშვიდობისთვის, ეს რუსებსა და უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული. მათზე იქნება დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას და შეაჩერებენ თუ არა ამ სასტიკ, სასტიკ კონფლიქტს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება