ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებული კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაზღვევის სექტორში, კონკურენციის რეგულირებას GCCA-ი ახორციელებს, ხოლო მომხმარებელთა უფლებების სფეროში დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური.

ბოლო წლებში, ჩვენი უწყებების მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობით არაერთი აქტუალური ბაზრის მონიტორინგი და მოკვლევა განხორციელდა, ასევე სექტორში კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხი იქნა განხილული. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ავტოდაზღვევის, საბანკო/სადაზღვევო გარანტიების და საბანკო პროდუქტების დაზღვევის მიმართულებით განხორციელებულ შეფასებებს. გარდა ამისა, ჩვენს უწყებებს კოლეგებთან ერთად, შექმნილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა - საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართება და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, რომელიც უკვე სამჯერ გაიმართა. ის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას ემსახურება. ასევე, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას დაუჭირა მხარი, რომელიც ექვსი მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს 2024-2027 წლებში და ითვალისწინებს სექტორში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სექტორის სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ხელს უწყობს დაზღვევის თემის აქტუალიზაციას და კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენთვის დაზღვევის ზედამხედველ უწყებასთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სექტორს თანამშრომლობისთვის. გილოცავთ ყველას დაზღვევის დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას GCCA -ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, დაზღვევის დღე ტრადიციულად, 2 მაისს აღინიშნება.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: დავით ონოფრიშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ლევან დავითაშვილი, პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; დავით სონღულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა