კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

უნივერსიტეტის ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური გამოწვევები (ესტონეთის გამოცდილების მაგალითზე)“ - კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის განმახორციელებლები არიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ხატიძე (პროექტის ხელმძღვანელი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი ზვიად გაბისონია (პროექტის ძირითადი პერსონალი) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი ნინო ჯოლია (პროექტის ძირითადი პერსონალი).

„კვლევითი პროექტის პარტნიორია ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემია (e-Governance Academy). პროექტის განმახორციელებლებმა გიორგი ხატიძემ, ზვიად გაბისონიამ და ნინო ჯოლიამ პრეზენტაციისას განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა ციფრული მმართველობის არსი, ციფრული მმართველობის განვითარების საერთაშორისო ასპექტები, ციფრული მმართველობა ესტონეთში, საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარების სამართლებრივი და ტექნოლოგიური გამოწვევები და შესაძლებლობები.

კვლევის პრეზენტაციისას ხაზი გაესვა საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვის სამართლებრივ-ტექნოლოგიური წანამძღვრების იდენტიფიცირებას, რომელიც კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, რომელთა შორისაა ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიას შორის (e-Governance Academy); პროექტის განმახორციელებლების სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიაში; მომზადებული ორი სამეცნიერო სტატია, რომელთაგან ერთი გამოქვეყნდება Scopus-ს ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში; კვლევის ფარგლებში ჩატარებული წერილობითი გამოკითხვები და ინტერვიუები შემდეგ უწყებებში: სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო და რაიონის მუნიციპალიტეტები.

მიმდინარე წლის 27-29 მაისს დაგეგმილია კვლევის განმახორციელებლების მონაწილეობა ესტონეთის ციფრული მმართველობის აკადემიის კონფერენციაში „From Bytes to Benefits“, სადაც მონაწილეობას იღებს 50 ქვეყნის 450 წარმომადგენელი, ციფრული მმართველობის და ტექნოლოგიების სამართლის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები. კვლევა განთავსდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისა და საკითხით დაინტერესებულ პირთათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში