აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული 310.5 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის უკრაინისთვის პოტენციური მიყიდვა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე პილოტების წვრთნებს, მათ მოვლასა და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას ითვალისწინებს.

თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა.

მხარდაჭერის პაკეტი F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოდიფიკაციასა და განახლებას, პერსონალის მომზადებას, გამანადგურებლების მოვლა-პატრონობას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კვლევებს მოიცავს.

„შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, ეფექტური პილოტების მომზადების უზრუნველყოფითა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავსებადობის გაძლიერებით, აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ყოვლისმომცველი წვრთნების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო