დიმიტრი პესკოვი - რუსეთის მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისისთვის ზავის გამოცხადების მიზანი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა - დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს

რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ზავის მიზანი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისის სადღესასწაულო დღეებისთვის ზავის გამოცხადების ინიციატივის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა. ჩვენ კიევის მხრიდან დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს და რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად კონფლიქტის დეესკალაციას ისახავს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „კიევის რეჟიმის იდელოგიურ საფუძვლეს ნეონაციზმი წარმოადგენს“.

„კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის წინადადებაზე პირდაპირი პასუხის არქონა მიუთითებს იმას, რომ დღევანდელი კიევის რეჟიმის იდეოლოგიური საფუძველი ნეონაციზმია და ჰიტლერის გერმანიასა და ნაციზმზე გამარჯვება მათთვის დღესასწაულს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა