19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ლევან მურუსიძე - სანქციები აბსოლუტურად უსაფუძვლოა - ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ, ვინაიდან ვიცი, რომ რეალურად მართლა კორუფცია კი არ აინტერესებთ, არამედ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურთ

სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, ეს დღევანდელი დღითაც ჩანს, რომ ამდენი მოსამართლე შეიკრიბა - რაც უფრო ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება სასამართლო კორპუსი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მურუსიძემ განმარტა, „ძალიან მშვიდად და წყნარად არის, ვინაიდან იცის, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ მართლა კორუფცია აინტერესებთ, არამედ რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ“.

„სანქციებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულად მეც დასანქცირებული ვარ - ასანქცირებენ მოსამართლეებს. ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩემთან მიმართებით არ გავრცელდება, მაგრამ წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო და ხომ არ შეიძლება გონივრული ეჭვის საფუძველზე... აქ ხომ პოლიტიკაა რეალურად. აქედან გამომდინარე, რადგან ამხელა უსამართლობაზეა საუბარი, შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. მიმაჩნია, რომ რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, რომ თქვათ: ვასანქცირებთ ლევან მურუსიძეს იმის გამო, რომ თურმე ის კორუმპირებულია და ქართველი ხალხი შეწუხებულია ლევან მურუსიძის კორუფციით. ხომ არავის არ სჯერა, რომ ეს რეალობაა, აქ სხვა პოლიტიკური მიზნებია, რა არის ეს პოლიტიკური მიზანი - წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა, ცდილობენ ბერკეტები მიიღონ სასამართლო სისტემაში და შემდეგ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა. ხომ არ შეიძლება თქვა, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვასანქცირებო?! ხომ შეიძლება თქვან, ლევან მურუსიძეს ამ კონკრეტულ საქმეში ჰქონდა რაღაც დაინტერესება და მატერიალური შედეგი მიიღოო, პასუხს გავცემდი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აღარც ვინტერესდები, რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ, ვინაიდან ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ მართლა კორუფცია აინტერესებთ. რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება აინტერესებთ. რატომ აინტერესებთ - თავიანთი გლობალური პოლიტიკაა. უკრაინა-რუსეთის ომი მიმდინარეობს, საქართველო რეგიონში მეზობელია, მთელი რიგი პროცესებია. ზოგს ეს ხელისუფლება უნდა, ვიღაცა რომ მოვიდეს ქვეყანაში, ამისთვის სჭირდებათ სასამართლო, რომ არჩევნები გაბათილდეს, როგორც მოუნდებათ, როგორც რუმინეთში მოხდა. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. აქედან გამომდინარე, რადგან მიმაჩნია, რომ აქ საუბარი კორუფციაზე არ არის და არის პოლიტიკური მოტივები, ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ.

სასამართლო იქნება მტკიცე, დარწმუნებული ვარ, ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, ეს დღევანდელი დღითაც ჩანს, რომ ამდენი მოსამართლე შეიკრიბა. რაც უფრო ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება სასამართლო კორპუსი. ეს დახვედრები, შეურაცხყოფის მოყენებები, ვფიქრობ, უფრო იმ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, ვინც ცდილობს სასამართლო კორპუსს შეურაცხყოფა მიაყენოს, სასამართლო კორპუსი ამას ღირსეულად, მედგრად, მტკიცედ გასცემს პასუხს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა