უკრაინის გენშტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

უკრაინ­ის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დადასტურებულია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტს ბახმუტის რაიონში, რომელიც დროებით ოკუპირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.

მათივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაძლებლობა, კონტროლი განახორციელოს პოკროვსკის მიმართულებით.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა