საბა სხვიტარიძე - რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი, დროა, წნეხი გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ!

გზის გადაკეტვა საღამოობით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მიზანია, რეჟიმი გავუშვათ სახლში, რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი. დროა, წნეხი გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ! ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საბა სხვიტარიძე აღნიშნავს, "რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა" ერთად არ გამოვა.

“პირველ რიგში მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ნანუკა ჟორჟოლიანს და ფონდებს.

რეპრესიები იმატებს და კიდევ უფრო მოიმატებს, სანამ ხალხისგან წნეხი არ გაიზრდება. სამწუხაროდ, დაქსაქსულები ვართ და ერთმანეთის კრიტიკაზე ვართ გადასულები.

თუ არ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ, სათითაოდ მოგვადგებიან და გაგვანეიტრალებენ, უკვე სახლებში გვივარდებიან და ეს მხოლოდ დასაწყისია.

უნდა გავიაზროთ, რომ რეჟიმთან ბრძოლა და კომფორტის ზონაში დარჩენა ერთად არ გამოვა, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, სანამ რეჟიმი მართავს ქვეყანას.

ვერც დასავლეთი და ვერავინ ვერ შეაჩერებს რეჟიმს, თუ ხალხმა, თითოეულმა მოქალაქემ არ ავიღეთ პასუხისმგებლობა და არ გავუწიეთ წინააღმდეგობა რუსულ პოლიციურ რეჟიმს.

თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, უნდა შევეშვათ ერთმანეთის კრიტიკას, უნდა გავერთიანდეთ რეჟიმის წინააღმდეგ. არც თეთრ ცხენზე ამხედრებულ ლიდერს არ უნდა დაველოდოთ და არც ტყუილი იმედები არ უნდა დავისახოთ.

გზის გადაკეტვა საღამოობით არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, მიზანია, რეჟიმი გავუშვათ სახლში, რაც უფრო გავწელავთ დროში პროტესტს, უფრო ბრუტალური იქნება რეჟიმი. დროა, წნეხი

გავზარდოთ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსთაველზე საღამოობით გასეირნებით დიქტატურას ვერ დავამარცხებთ!

ბოდიში, თუ კრიტიკული ვარ, მაგრამ ესაა სამწუხარო რეალობა.

ცეცხლი ოლიგარქიას!", - წერს სხვიტარიძე.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე