დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის გახსნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ციხეების ფედერალურ ბიუროს დაავალა, აღადგინოს და ხელახლა გახსნას სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის ციხე „ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და ძალადობრივი დამნაშავეების“ განსათავსებლად, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„აღადგინეთ და გახსენით ალკატრასი! წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, უყოყმანოდ ვაპატიმრებდით ყველაზე საშიში დამნაშავეებს და შორს გვყავდნენ ისინი მათგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ. ვაძლევ მითითებას ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-თან და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ალკატრასის ფედერალურ ციხე 1963 წელს დაიხურა. ამჟამად ის სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა