დონალდ ტრამპი - დაუყოვნებლივ დაიწყოს 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული - ჩვენ ისევ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებული!

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაუყოვნებლივ დაწესებისკენ მოუწოდა.

მისი მტკიცებით, აშშ-ის კინოინდუსტრია ძალიან სწრაფად კვდება იმ სტიმულების გამო, რასაც სხვა ქვეყნები ამერიკელ კინორეჟისორებს მისაზიდად სთავაზობენ.

„ეს სხვა ერების შეთანხმებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად, ეს არის მესიჯი და პროპაგანდა! ამიტომ, უფლებამოსილებას ვანიჭებ ვაჭრობის დეპარტამენტს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ყველა ფილმზე, რომლებიც უცხო ქვეყნებშია წარმოებული. ჩვენ ისევ გვინდა ფილმები, რომლებიც ამერიკაშია გადაღებული!“ - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა