დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ახლავე!

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიისა და ღაზის სექტორის შესახებ ისაუბრა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იგი თურქეთში მიიწვია.

„პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ახლავე!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს