ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ევროკავშირის სამოქმედო სამი პრიორიტეტი დაასახელა: „პირველი, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა. მეორე, რუსული საწვავის მოხმარების სრულად დასრულება და მესამე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება“.

„ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დავაჩქაროთ. ეს მხოლოდ უკრაინის მისწრაფებას არ წარმოადგენს და შეიძლება უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს. ეს საკითხი რომში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრის მთავარი თემა იყო. უკრაინასთან ერთად ვმუშაობთ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი 2025 წელს გავხსნათ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „საბოლოოდ, უკრაინაში ომი დასრულდება და ის, თუ როგორ დასრულდება ომი ევროპის კონტინენტის მომავალს განსაზღვრავს“.

„ცუდი შეთანხმების შედეგად, შესაძლოა, რუსეთი უფრო მეტისთვის უკან დაბრუნდეს, რაც კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს. თუმცა, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შედეგად, შეიძლება უკრაინაში კეთილდღეობის ახალი ეპოქა დაიწყოს და ეს ჩვენ ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შენებაში დაგვეხმაროს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა