იუჯინ ჟუკოვი - ამ ეტაპზე, ADB ანაკლიის პორტის პროექტში ჩართული არ არის - თუ შუა დერეფანში ვაჭრობა გაიზარდა, საქართველო ახალი პორტის მშენებლობიდან სარგებელს მიიღებს

ამ ეტაპზე, ADB ანაკლიის პორტის პროექტში ჩართული არ არის, თუმცა, საქართველოში შუა დერეფნის განვითარების კუთხით საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები გვაქვს, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა მილანში მედიასთან მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადა.

მანვე ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელიც შესაძლოა, საქართველომ ახალი პორტის მშენებლობით მიიღოს. კერძოდ, ჟუკოვი აღნიშნავს, რომ შუა დერეფნის ფუნქციონირებაში დიდ როლს ასრულებს ბათუმისა და ფოთის პორტები; იმ შემთხვევაში კი, შუა დერეფანში ტვირთების მოსალოდნელი ზრდა მოხდა, ანაკლიის პორტი ქვეყანას სარგებელს მოუტანს.

„აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) ერთგულია შუა დერეფნის პროექტის განვითარების მიმართ. ჩვენ უკვე გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოში, როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტებში. მაგრამ, თუ ვაჭრობა შუა დერეფანში, როგორც ნავარაუდევია, გაიზრდება, მაშინ საქართველო სარგებელს მიიღებს ახალი პორტის, ანაკლიის მშენებლობიდან. ამ ეტაპზე, ADB ანაკლიის პორტის პროექტში ჩართული არ არის, თუმცა, საქართველოში შუა დერეფნის განვითარების კუთხით საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები გვაქვს. ჩვენ ახლოს ვართ ამბიციური პროექტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სამუშაოების დასრულებასთან. ასევე, წელს ვგეგმავთ კიდევ ერთ ძალიან დიდ პროექტს თურქეთის საზღვართან - ეს არის ე.წ. ბათუმი-სარფის შემოვლითი გზა, რომელიც აერთიანებს ხიდებსა და გვირაბებს ხიდს, რაც საქართველო-თურქეთის სასაზღვრო კავშირებს გაამარტივებს“, - განაცხადა იუჯინ ჟუკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა - „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს