ალეკო ელისაშვილი - პლებისციტი არ არის ურიგო იდეა

„ქართული ოცნება“ ფიქრობს გამოსავალზე და არჩევნების მოულოდნელად დანიშვნას აპირებს და ეს [პლებისციტი] იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი, რომ ხალხს ვკითხოთ - უნდათ თუ არა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, პლებისციტის ჩატარებაში ოპოზიცია აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

“სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძეს საინტერესო იდეები აქვს. არის პლებისციტის იდეა. კარგი იდეაა. მე რომ მკითხონ, „ქართული ოცნება“ თვითონ უნდა გველაპარაკოს პლებისციტზე, რომ გამოძვრნენ უბედურებიდან, რაშიც არიან და ქვეყანა შეიყვანეს. პლებისციტი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩატარდეს - „უნდა ჩატარდეს თუ არა საპარლამენტო არჩევნები?“. ვნახოთ როგორი შედეგი იქნება. ამის ორგანიზებაში ოპოზიცია ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

სხვათა შორის, არ არის ურიგო იდეა. „ქართული ოცნება“ ფიქრობს გამოსავალზე და არჩევნების მოულოდნელად დანიშვნას აპირებს და ეს [პლებისციტი] იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი რომ ხალხს ვკითხოთ - უნდათ თუ არა საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ძალიან უშლის ნერვებს ის, რომ პროტესტი ვერ ჩაახშეს“ და დასძენს, რომ “აქციების უწყვეტობა ნიშნავს, უწყვეტ სანქციებს - აქციები იწვევს სანქციებს. ეს არის ჩვენი ბრძოლის იარაღი, სხვა იარაღი ჩვენ არ გვაქვს“.

26 მაისს ოპოზიციის აქციაზე და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აღლუმს ვერ ჩაატარებს, ხოლო ოპოზიცია დიდ აქციას ჩაატარებს.

„აღლუმი ვერც იქნება, „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს აღლუმის ჩატარებას. გამორიცხულია, რომ აღლუმი ჩაატარონ. არ მეგულება ისეთი ოცეული, რომელიც გამოვა და ყაველაშვილს თავს დაუხრის. ანწუხელიძეს შეურაცხყოფას აყენებენ, 2008 წლის ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებენ, რა შუაშია სააკაშვილი, საქართველოს აბრალებენ.

ჩვენ ვერ ჩავატარებთ აღლუმს, მაგრამ დიდი სახალხო სეირნობა აღვნიშნოთ, დიდი აქცია მოვაწყოთ. აღლუმს ისინი ვერ ჩაატარებენ, რადგან ვიცი, რომ ჯარში არის დრტვინვა“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე