კულტურის სფეროს წარმომადგენლები 9 მაისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდებიან

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ხვალ 9 მაისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას შეუერთდებიან.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ხვალინდელ აქციაში მონაწილეობით ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და „კულტურა ირჩევს ევროპას“.

რეჟისორ ბესო სოლომონაშვილის განმარტებით, ხვალ კულტურის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან.

„ხვალ ევროპის, ცივილიზებული სამყაროს დღეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში კულტურის მოღვაწეებისთვის, რადგან დღეს საქართველოში ძალადობა ხდება თავისუფალ აზრზე, კულტურაზე, იქნება ეს თეატრი, ლიტერატურა თუ კინო. ხვალ კულტურის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან. მაგალითად, მწერლები ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან და მერე უერთდებიან მარჯანიშვილზე სხვებს. ერთად ვუერთდებით დიდ მარშს, რათა ევროპის დღე ერთად აღვნიშნოთ“,- განაცხადა სოლომონაშვილმა.

ცნობისთვის, 9 მაისს, თბილისში, ევროპის მოედანზე აქცია იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო