თაზო დათუნაშვილი - ესტონეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან, სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, არ გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და დემოკრატია არ დაუბრუნდება რელსებს

ესტონეთის სანქციებიც ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი ესტონეთის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალადობს, უვარდება აქტივისტებს სახლებში, აწიოკებს პატარა ბავშვებს და ორსულ ქალებს, როდესაც ჯოჯოხეთს ვხედავთ, აბსურდს, რომელიც მიმდინარეობს პოლიტპატიმრების პროცესზე, როდესაც ხელისუფლების მეტი და მეტი წარმომადგენლები ისვრებიან იმ ბოროტებაში, რასაც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ჰქვია, ამ ყველაფერს მოჰყვება მეტი რეაქცია ჩვენი მეგობრებისგან, მეტი სანქცია, ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა და ესტონეთის სანქციებიც ამას ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, ჩვენი დემოკრატიის, დამოუკიდებლობის ხელყოფა და ამაში საქართველო და ჩვენი თანამოქალაქეები არ ვართ მარტოები, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით დგანან. ესტონეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ეს სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, პოლიტპატიმრები არ იქნებიან გამოშვებული და ამ ქვეყანაში დემოკრატია არ დაუბრუნდება თავის ჩვეულ რელსებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება "კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რიგითი ადამიანების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას არ ეთანხმება".

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე