კაია კალასი - 9 მაისს უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ გადავცეთ ერთი მილიარდი ევრო თავდაცვითი ინდუსტრიისთვის

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას ერთ მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად ხვალ, 9 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში ვიზიტის დროს გამოცხადდება.

“უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რას ვაკეთებთ ამისთვის?

ვმუშაობთ სანქციების მე-17 პაკეტზე, რომელსაც, იმედი გვაქვს, საგარეო საქმეთა შემდეგ საბჭოზე მიღებას შევძლებთ.

ასევე, ცოტა ხნის წინ, საგზაო რუკა გამოვაქვეყნეთ, რათა მოვიშოროთ რუსეთის ენერგორესურსები და ასევე მისი ნაწილია - როგორ ვუმკლავდებით [რუსეთის] “ჩრდილოვან ფლოტს”, რომელიც ომის დაფინანსების ნაწილია.

ასევე, რა თქმა უნდა, როგორ შეგვიძლია უფრო დავეხმაროთ უკრაინას, თუ არა უსაფრთხოების გარანტიებით, რომელსაც “მსურველთა კოალიცია” განიხილავს, მაგრამ ასევე ევროპულ მხარეს გვაქვს საწვრთნელო მისიები და ასევე შეგვიძლია განხილვა კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ.

ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ ხელმისაწვდომი გავხადოთ ერთი მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია უკრაინისთვის”, - განაცხადა კალასმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს