გერმანიის საგარეო მინისტრი - გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, სანამ რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, მისი ქვეყანა კვლავაც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირედ დარჩება. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ვადეფულმა უკრაინაში პირველი ვიზიტის დროს ტელეარხ ARD-ს განუცხადა.

„ასე გაგრძელდება და ჩვენ ამას უახლოეს დღეებში ნათლად ვაჩვენებთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

გამოცემის ცნობით, ვადეფული მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს ლვოვში გაიმართება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის განმარტებით, აპირებს, შეხვედრაზე გაარკვიოს, თუ რა სჭირდება ზუსტად უკრაინას.

„ჩვენ საჭირო მხარდაჭერას გაგიწევთ და ამას მანამ გავაკეთებთ, სანამ რუსეთი არ გააცნობიერებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ვადეფულმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის საკითხზე.

„ეს ერთგვარი გაფრთხილებაა მომავლისთვის, რათა არავის მოუვიდეს თავში, რომ 21-ე საუკუნეში შესაძლებელია შუა საუკუნეებში დაბრუნება და ომების ხელახლა დაწყება და ამის გამო არაფერი იქნება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, Deutsche Welle-მ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალური ტრიბუნალის პროექტი მზადაა და პოლიტიკურ დამტკიცებას ელოდება. მას არაოფიციალურად „პუტინის ტრიბუნალს“ უწოდებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე