პაველ ჰერჩინსკი - ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია - თუ ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა 2023 წელს საქართველოს ისტორიული შანსი მისცა, თუმცა ამჟამად საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია.

„საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს ბევრი სიკეთე მოუტანა. ევროკავშირს ბევრი აქვს გაკეთებული თქვენს სოფლებსა და ქალაქებში. მესამე წელია მაქვს პატივი თქვენთან ერად აღვნიშნო ევროპის დღე. 2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული კარი გაუღო და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას. ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ“, -განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში