პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ არ გავუგზავნეთ პირადი მოწვევები არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს - ეს საჯარო ღონისძიებაა, ყველა მოვიწვიეთ

ჩვენ არ გავუგზავნეთ პირადი მოწვევები არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს საჯარო ღონისძიებაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ესწრებიან ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

მისი თქმით, ღონისძიების მიზანია ერთად აღნიშნოს ევროპის დღე და იმ პროექტების ჩვენება, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში აკეთებს.

„როგორც ყველამ იცით, 9 მაისი ევროპის დღედ ითვლება და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე. ეს საჯარო ღონისძიებაა. ყველა დავპატიჟეთ და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი მოვა ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად. ჩვენ ბევრი აქტივობა მოვამზადეთ. თქვენ ნახავთ ყველაფერს, რასაც ევროკავშირი საქართველოსთვის მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა. ჩვენი ბენეფიციარები აქ არიან, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო. ზოგიერთი ელჩი საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოვიდა, ისინი, ვინც მუდმივად არ ცხოვრობენ თბილისში. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი სტენდი.

რაც შეეხება კითხვას, მოიწვიეთ თუ არა საქართველოს მთავრობა? ჩვენ აქ არავინ მოგვიწვია, ეს საჯარო ღონისძიებაა. ჩვენ ყველა მოვიწვიეთ.

ჩვენთან ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა, მართალი ხართ, ჩვენ არ გავუგზავნეთ პირადი მოწვევები არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის წარმომადგენლებს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები