კაია კალასი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოზე - ევროკავშირი B და C გეგმებს ამზადებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს დაძლევა არ მოხდება.

„ჩვენ გვაქვს გეგმა B და გეგმა C. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, - განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ ევროკავშირი უნგრეთთან ვეტოს მოხსნის შესახებ დიალოგს აწარმოებს.

„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება. ჩვენ უნგრეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა კალასმა.

ამასთან, მისი თქმით, თუ კომპრომისი ვერ მოიძებნა, ევროკავშირი მზადაა იმოქმედოს.

„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ B გეგმაზე, მაგრამ არ გავამხელ. ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ. გაწევრიანების პროცესი, ან როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გაერთიანების პროცესი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, - განაცხადა კალასმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს